საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობით ევროპის საბჭო საჯარო სკოლებში პროექტს სახელწოდებით – „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ახორციელებს.
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიზნით, საჯარო სკოლებში ახალი პროექტი იწყება, რომლის მიზანს წარმოადგენს სსსმ და შშმ მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რესურს ოთახების ფუნქციონალური გამოყენების გაძლიერების, ზოგადი განათლების საფეხურიდან განათლების შემდგომ საფეხურზე ტრანზიციის ეფექტიანი პრაქტიკის დანერგვისა და სკოლის ბაზაზე მშობელთა საგანმანათლებლო კლუბების დაფუძნების გზით. პროექტი ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის‘‘ პარტნიორობით ხორციელდება.