5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ყველა პედაგოგს, კონკურსის ფინალისტებს, პროფესიული დღე მიულოცა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში მასწავლებლების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პედაგოგებს მიმართავს და პროფესიულ დღეს ულოცავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბათუმის პირველ საჯარო სკოლას ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება კიდევ ერთხელ პირადად მიულოცა.
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად მიიღო. მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მთელი საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.