საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისში ახლად აშენებული 86-ე საჯარო სკოლა გახსნა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად, სკოლებში ჭადრაკის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიგელებით დააჯილდოვა ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებული ტრენერთა ჯგუფი. ტრენერებმა პირველკლასელებისთვის ჭადრაკის შესწავლის მიზნით, 4000-მდე პედაგოგი ზაფხულის განმავლობაში გადაამზადეს.
15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა.