საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის კულტურის სახლში, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მიღწეული შედეგები შეაფასა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის, რომელთაც სწავლა უკრაინის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში გააგრძელეს და მე-11 კლასი დაასრულეს, საატესტატო გამოცდის ჩატარება ონლაინ ფორმატში უზრუნველყო.