საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის რიგით მე-15 საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAA) გახსნა, რომელსაც 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2022 წლის სასწავლო გეგმის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გახსნა. მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს რეფორმის ფარგლებში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, აბასთუმანში 120 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის შენობა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.