საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით კახეთში ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასისთვის (ზოგიერთ საგანში სრული სასწავლო წლისთვის, ზოგიერთ საგანში - I სემესტრისთვის) განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა. ამასთან, დასრულდა საბაზო საფეხურის IX კლასის იმ სახელმძღვანელოების შეფასება, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.
საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც 2022 წლის 20 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა, პროცესი ხარვეზების გარეშე, მშვიდ ვითარებაში დასრულდა. საქართველოს 2086 საჯარო სკოლიდან არჩევნები 2072 საჯარო სკოლაში ჩატარდა. კანდიდატების არ არსებობის გამო, არჩევნები არ გამართულა 12 მცირეკონტინგენტიან და საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 2 საჯარო სკოლაში. 2044 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება დადასტურებულია. 24 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩეულ წევრთა რაოდენობა ნაკლებია კანონმდებლობით დადგენილთან შედარებით. აღნიშნული სკოლების მომართვის საფუძველზე, სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოების უფლებამოსილების შეთანხმებასთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებში "საქართველოს ისტორია" დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ „საქართველოს ისტორიის“ სწავლების გაძლიერების კუთხით 2021 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო.