საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში სპორტული ფესტივალი გახსნა. შეჯიბრში მონაწილეობა უკრაინელმა და ქართველმა მოსწავლეებმა მიიღეს.
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ მალდივის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მალდივის რესპუბლიკის განათლებისა და გენდერის, ოჯახისა და სოციალური სერვისების მინისტრები ხელმძღვანელობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის მოწვევით, დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მოსწავლეებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საუკეთესო პრაქტიკებს გაეცნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, USAID-ისა და PH International - საქართველოს თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის განხორციელება იწყება.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებულ აღმზრდელებსა და პედაგოგებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.