15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს უმასპინძლა, პირადად მიულოცა პროფესიული დღე და მადლობა გადაუხადა იმ გაწეული სამუშაოსთვის, რომელსაც თითოეული მათგანი ყოველდღიურად მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად აკეთებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წეროვნის დევნილთა დასახლებაში ახალგორიდან დევნილ ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ მასწავლებელს შინ ეწვია და მას დედაენის დღე მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ღასან ხალილს გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უმასპინძლა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა.