საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. დღეიდან უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. სექტორის გახსნის ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უკრაინელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა ახალი სექტორის დაფუძნება.
მადონა ესაკიას პედაგოგიური საქმიანობა 25 წელს ითვლის. ექვსი წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებს ის სახელმწიფო ენას საზღვრისპირა სოფელ ახკერპში ასწავლიდა, სადაც ყინვა ზოგჯერ 27 გრადუსს აღწევს. ამჟამად ქართულ ენას სოფელ შაუმიანის მე–3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასწავლის და ამაყობს, რომ ემსახურება საქმეს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს თვითრეალიზებისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მალე უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება. შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოები, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, დასასრულს უახლოვდება.
მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლოლაძემ მოაწერეს.