სომხურ-აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებს ლალი მარგიანი მეხუთე წელია ქართულ ენას ასწავლის. სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან მიზნად დაისახა, რომ ბავშვებისთვის საქართველო ჯერ თავისი კულტურით, მწერლობითა და ხელოვნებით გაეცნო. ფიქრობს, რომ მიზანს მიაღწია, მისი მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულები არიან.
საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.
მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. თამარ მახარაშვილმა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მასწავლებლებთან პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სკოლის შენობა 200 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.