„სკოლებში, სადაც ქართული, როგორც მეორე ენა ისწავლება, მასწავლებლის პასუხისმგებლობა განსაკუთრებულად დიდია“, – მიიჩნევს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი დალი ოსეფაშვილი, რომლისთვისაც საკლასო ოთახი სულ სხვა სამყაროა. ცდილობს, თავი თითოეული მოსწავლის ადგილზე წარმოიდგინოს. აცნობიერებს, რომ თითოეულ მის ფრაზას თუ ქცევას ბავშვებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ნანა კუკუნაშვილი 10 წლის განმავლობაში თელავის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში აღმზრდელ-მასწავლებლად მუშაობდა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვა და მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის პედაგოგის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენდა. სირთულეების მიუხედავად, გადაწყვიტა დაგროვილი გამოცდილება საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაეზიარებინა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მუშაობა თელავის N4 სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად დაიწყო.
გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი.