საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლების, ლაილაშისა და ორბელის საჯარო სკოლებს ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში, დაბრუნება ძალიან დიდი მიღწევაა, რასაც შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის კი საჭიროა როგორც სასკოლო საზოგადოების, ასევე მშობლების მხრიდან სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ცაულინა მალაზონია არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამაში დაარსების პირველივე დღიდან მონაწილეობს და ეთნიკური უმცირესობების განათლებასა და ინტეგრაციაში უზარმაზარი წვლილი შეაქვს.
სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდება.