სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი ფატიმა სუმარი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე დაესწრნენ.