ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის სისტემაში დაგეგმილ ახალ პროექტებზე ისაუბრა.
გლობალური სტუდენტური მობილობის პირობებში, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში იზრდება როგორც საზღვარგარეთ სწავლების მსურველთა, ასევე საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა.