საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოჰამედ ფარჰადის ხელმძღვანელობით ორი სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის გარდა, დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ირანის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2017 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას აცხადებს. სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას.