20-21 აპრილს, საქართველო პირველად მასპინძლობს ევროპული კვლევების საბჭოს (რეგიონულ კვირეულს. 2017 წელს ევროპული კვლევების საბჭო (ERC) 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებების „ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“, ორგანიზატორები ევროპული კვლევების საბჭო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდია. კვირეული დღეს კონფერენციით გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო ERC-ის მიერ მხარდაჭერილი გამორჩეული პროექტები, რომლებიც ასახავენ ევროპული კვლევების საბჭოს ხედვას, განვითარებას, კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ინოვაციას. წარმოდგენილ პროექტებს შორის იყო მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერების გია დვალისა და ზაალ კოკაიას პროექტებიც.