დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერების აკადემიის დასრულებისა და ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. იუნკერებს აკადემიის დასრულება მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის კვლევითი ცენტრისა და თსუ-ს ფუნდამენტურ მეცნიერებებში ერთობლივი მე-7 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის ფარგლებში პირველი, ე.წ. სმარტ-ლაბის (SMART|EDM_Lab) დაფუძნების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
2016-2017 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგენითა და ჩინეთის მხარის გადაწყვეტილებით, ჩინეთის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 ქართველი სტუდენტი ისწავლის.