უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფარგლებში კულტურული და საგანმანათლებლო დიპლომატიის განვითარებისა და დიასპორებთან თანამშრომლობის საკითხებს სპეციალური სამუშაო სესია მიეძღვნა.
ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ადამიანური რესურსების მართვისა და განათლების კომიტეტის წევრებსა და საქართველოში მოქმედი კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლებს შეხვდა.