საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე ლიტვის განათლებისა და მეცნიერების ვიცე მინისტრს გენოვეიტა კრასაუსკიენესას და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
პარიზში UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 38–ე სესია და განათლების კომისიის სხდომები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ესწრებიან. კონფერენციის ფარგლებში, ორგანიზაციის სათაო ოფისში, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი განათლების მსოფლიო ფორუმის (მაისი, 2015 კორეის რესპუბლიკა) მიერ „განათლება 2030 წლისთვის“ სამოქმედო გეგმისა და დღის წესრიგის დამტკიცება იყო.