„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით უნივერსიტეტებში ელექტრონული სწავლების განხორციელების წესი პირველად დამტკიცდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სადოქტორო განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის სრულყოფა და განვითარება. ამ მიზნით, სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და დამტკიცდა სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კონცეპტუალურად სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სადოქტორო ნაშრომების სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადებების მიღებას იწყებს.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.