სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს ორგანიზებით მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო. ღონისძიებას ესწრებოდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია, რომელსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე ხელმძღვანელობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მერვე სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და სხვა წარმომადგენლებმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევისა და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაფიზ პაშაევისა საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰეიდარ ალიევის‘‘ სახელობის განახლებული აუდიტორიის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, 1-8 მაისს თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას მასპინძლობს.