გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2024 წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულები სახელმწიფო დაწესებულებებში 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სტიპენდიების მიღება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ს (KIU) ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი გიორგი ხუბუა წარუდგინა.