სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდა – „საქართველო და უკრაინა: საერთო ევროპული არჩევანი“, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად უკრაინის 50-მდე უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამები, საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი ნისიმ ბენ შიტრიტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი. შეხვედრაზე მხარეებმა სტუდენტების უკრაინიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის დეტალები განიხილეს. საქმე ეხება ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში.