ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლუვენის უნივერსიტეტის რექტორთან ლუკ სელსთან შეხვედრა გამართა და მასთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კავკასიის უნივერსიტეტში პროფესორ შაბთაი ცურისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიას დაესწრო და საპატიო წოდების მიღება მას პირადად მიულოცა.
მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს უმაღლესი განათლების სისტემის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების შესახებ საუბრისას ყურადღება გაამახვილა სიახლეებზე ეროვნული გამოცდების მიმართულებით, სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულ კლასტერულ აკრედიტაციაზე, დაფინანსების ახალ მოდელზე, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასა და იმ ახალ პროექტებზე, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემას ახალ საფეხურზე აიყვანს და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს.