სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, გარკვეული კატეგორიის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალურ პროგრამას. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სრულ დაფინანსებას, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად. პროგრამის სრული ბიუჯეტი 2 520 000 ლარს შეადგენს.
რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ფრანკოფონიის მსოფლიო სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით წარდგა.
რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ფრანკოფონიის მსოფლიო სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) პრეზიდენტთან, ენდრიუ ჰამილტონთან გამართა შეხვედრა. მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა გააცნო.