განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა და საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები - ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან.
სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში ელექტრონულ ფორმატში დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კოგნიტურ პროგრამულ აპლიკაციებს უახლესი ტექნოლოგიებით დაამუშავებს, აღნიშნულის ბაზაზე კი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მასტერკლასების ჩატარების ახალი მეთოდოლოგია შეიქმნება, რაც საქართველოს მხრიდან მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში და საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება