საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა – ქალაქ თელავის ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი „მიმინო“ – დათვალიერა და ახალი "Tecnam"-ის ორძრავიანი ტიპის თვითმფრინავის პრეზენტაციას დაესწრო. მინისტრმა თავადვე გამოსცადა ახალი თვითმფრინავის შესაძლებლობები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს იუბილე მიულოცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ვრცლად ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლზე და აღნიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას.