სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბაკალავრთა სია.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მაგისტრანტთა სია.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება ორდღიანი კონფერენცია - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა: შედეგები და შემდგომი ნაბიჯები“.
22 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს 85 წლის იუბილე მიულოცა და ქუთაისის თეატრში შეკრებილ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მინისტრმა უმაღლესი განათლების მიღწევებსა და განსახორციელებელი რეფორმის იმ ძირითად ასპექტებზე ისაუბრა, რომელიც ახლო მომავალში მათივე ჩართულობით განხორციელდება. მიხეილ ბატიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ასევე განათლების სისტემის ევროპულ სივრცესთან დაახლოებაზე, კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაზე და უმაღლესი განათლების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციისთვის ქვეყანაში გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე.