ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სასწავლო კორპუსი შეემატება. მშენებლობისთვის ორ მილიონ ნახევარზე მეტი ლარია გათვალისწინებული. შენობა სამსართულიანი იქნება, სადაც განთავსდება თანამედროვედ აღჭურვილი აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი. კორპუსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ლიფტი. შენობაში დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები. ახალი კამპუსი ექსპლუატაციაში 2018 წლის დეკემბერში შევა.
ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, აზერბაიჯანის ნავთობისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც რექტორს, მუსტაფა ბაბანლის, და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.