ბაქოში მიმდინარე უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ყოველწლიურმა კონფერენციამ „გლობალიზაცია და ახალი გამოწვევები უმაღლეს განათლებაში“ სტარტი დღეს ბაქოში აიღო. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აზერბაიჯანის ნავთობისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტს ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის და ასევე, საქართველოს უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვს შეხვდა, რომლებმაც ორი ქვეყნის განათლების სისტემის წარმატებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორმა მიშა ბატიაშვილმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობის დეტალები განიხილეს, რომლის თანახმად, თბილისში MIT-ს მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ლაბი შეიქმნება.
დედაენის დღესთან დაკავშირებით, პროექტის „მე მიყვარს ქართული ენა - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მუშაობს პროგრამა 1+4, მოსამზადებელი განყოფილების არაქართულენოვანმა სტუდენტებმა დაწერეს კარნახი ქართულ ენაში. ჟიურიმ მათგან 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორი შეარჩია. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.