განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა, შედეგები და შემდეგი ნაბიჯები“ გაიმართა.
წმ. გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე ეწვია. მინისტრის მოადგილემ უნივერსიტეტის განახლებული სასწავლო გარემო, აუდიტორიები, ქიმიისა და ქირურგიული ლაბორატორიები დაათვალიერა, ასევე მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში.
ლუკა ლომთაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს კომპიუტერული ინჟინერიის მესამეკურსის სტუდენტია. ლუკა პირველია ამ უნივერსიტეტიდან ვინც Facebook-ის სათავო ოფისში სტაჟირებასგაივლის. ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან 300 საუკეთესო სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულშიმენლო პარკში, სილიკონ ველზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. „Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდიდასახულ მიზანს“, აცხადებს ლუკა.