საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კუთხით კონკურსის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა სააგენტოს მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები განიხილეს და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი – „პროფესიული მასწავლებლების მობილობა‘‘ ხორციელდება, რომელიც უცხოელი ექსპერტების მიერ ადგილობრივი კოლეჯების მასწავლებლების გადამზადებას გულისხმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე თელავის კოლეჯ „პრესტიჟს“ ესტუმრა და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში 2022 წელს გატარებული ღონისძიებები შეაჯამა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.