სამშენებლო სექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის დიალოგის გაძლიერებისა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის მიზნით, თანამშრომლობის ფორუმი „პროფესიული უნარები მშენებლობისათვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისათვის" გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, კონფერენცია „აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია" გაიმართა.
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენერთა ტრენინგს მოწვეული უცხოელი ექსპერტები ატარებენ გერმანიიდან. სატრენინგო მასალა შემუშავებულია ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ და ის წარმატებით დაინერგა უკვე სხვადასხვა ქვეყანაში.