3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს განათლების მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეგისტრაციის პროცესს გლდანის პროფესიულ კოლეჯში გაეცნო.