პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გრძელდება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, მათ შორის, ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო.