საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კერძო სექტორთან და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მარეგულირებელი დოკუმენტები შეიმუშავა, რომელსაც მთავრობას წარუდგენს
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში (UNDP), პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის, HR პროფესიონალთა ასოციაცია და საერთაშორისო ციფრული ინსტიტუტი (International Digital Institute, IDI), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ორი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.
ახალი სასწავლო წლიდან კოლეჯ „ბლექსის“ ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო ბაზა ქედაში პირველ სტუდენტებს მიიღებს, სადაც პირველ ეტაპზე მეფუტკრეობის მიმართულების პროფესიული პროგრამა ამოქმედდება. კოლეჯი მსურველებს ასევე შესთავაზებს მომზადება-გადამზადების კურსებს მასპინძლობისა და საოჯახო მეურნეობის მართვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვას იწყებს, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზსა და სისტემაში დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება. აღნიშნული პროცესის მიზანია საქართველოს კვალიფიკაციების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, პროფესიული განათლების მოდერნიზაცია და საერთო ევროპულ სივრცეში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციების გადახედვის პროცესში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორი და დარგობრივი ასოციაციები.