პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ავტორიზაციის ეროვნული საბჭოს წევრების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ავტორიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვის პროცესი, გამოწვევები და გაწეული სამუშაო შეფასდა. შეხვედრაში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თამარ სამხარაძემ მიიღეს.
ახალი სასწავლო წლიდან ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობა პროფესიული განათლების მიღებას უკვე მარნეულში, კოლეჯ „მოდუსის“ თანამედროვე სასწავლო სივრცეში შეძლებს.