კიდევ ერთი ახალი პროექტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის – №5, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით გადამზადდებიან.
საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სექტორში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების გამოსავლენად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში კვლევა ჩატარდა. კვლევის საფუძველზე რეალური პოტენციალის მქონე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოვლინდა, თუმცა ასევე გამოიკვეთა სექტორში არსებული გამოწვევები, მათ შორის, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, ბაზარზე წვდომის სირთულეები და სხვ.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, ათასწლეულის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მეოთხედ ტარდება და, ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესი დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წელს პირველად განახორციელა სერტიფიცირების პროცესი და ორასზე მეტი მონაწილიდან ორმოცი სპეციალისტი შეარჩია.