მსოფლიო ბანკის პროექტის - „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“-ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, 2021 წლის 4 თებერვალს საქათველოს პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები დაიწყო.
ლანჩხუთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კოლეჯის მშენებლობა დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დასრულდება.
ქალაქ მარნეულში პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ ახალი ბაზის მშენებლობა დასრულდა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
პროფესიულმა კოლეჯმა „იბერია“ დაინტერესებული პირებისთვის პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინოვაციური პროექტი „რობოტიკის სკოლა“ წარადგინა. ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.