პროფესიულ განათლებაში კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა. პანდემიის დაწყებისთანავე გაანალიზდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გამოიკვეთა ის კომპონენტები, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმში იყო შესაძლებელი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „პროფესიული მომზადება/გადამზადების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა“ შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა.
ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და კვალიფიკაციების მოთხოვნა-მიწოდების შესახებ კვლევა განხორციელდა.