პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. კოლეჯის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია კოლეჯის პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე ისაუბრეს რეგისტრაციის პროცესზე, ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო.
კოლეჯში, წელს პირველად, სწავლის მსურველ საბაზო საფეხურის განათლების მქონე პირებს საშუალება აქვთ, დაეუფლონ „ვებტექნოლოგიებისა“ და „სასტუმრო მომსახურების“ ინტეგრირებულ პროგრამებს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს და სურვილის შემთხვევაში სწავლას უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ.
პროფესიულ კოლეჯში „მოდუსი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ღონისძიებაზე დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯში მოქმედი პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე რეგისტრაციის პროცესზე, პროფესიულ ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. აპლიკანტებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტული და სასწავლო აღჭურვილობები დაათვალიერეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აგრარული მიმართულების დუალური პროგრამების განხორციელებაში ჩართულ პარტნიორ დამსაქმებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არსებული თანამშრომლობის შეფასება, სამომავლო გეგმების განხილვა და ახალი დუალური პროგრამების დანერგვის საჭიროებებზე მსჯელობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ევროპულ ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიამ ქუჩულორიამ მოაწერეს ხელი.