საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და იმ მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ზოგადი განათლების კომპონენტი უნდა ასწავლონ.
ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება. ამ დროისთვის კოლეჯის მშენებლობა საწყის ეტაპზეა. განათლების, მენიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, იმერეთის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად, პირადად გაეცნო დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს.