პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მორიგი პროფესიული კოლეჯი ქალაქ ხაშურში შენდება. ამ დროისთვის მშენებლობა საწყის ეტაპზეა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მორიგი ონლაინ შეხვედრა ამჯერად, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სექტორის წარმომადგენლებთან გამართა.
ახალი პროფესიული სასწავლებელი შენდება ქალაქ მარნეულში. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.
პროფესიულ განათლებაში კოვიდ-19-ით გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა.