ოზურგეთსა და ხულოში მეჩაიეობისა და ვეტერინარიის სპეციალობის 30 პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულთა ეს პირველი ნაკადი პროფესიული განათლების მომზადებისა და გადამზადების საპილოტე პროგრამაში მონაწილეობდა, რომელიც გურიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ კოლეჯებში 2019 წლის სექტემბრიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, პროექტის „პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების“ ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ფონდის ხელმძღვანელი და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, ელენ ვიხმანი და განათლების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.