პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება ქვეყნის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოში პირველად, მეჩარხის პროფესიული პროგრამა დაინერგა. შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი პროფესიის სწავლებისთვის მოეწყო და აღიჭურვა შესაბამისი სასწავლო ლაბორატორია. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 256 000 ლარია. ახალ პროგრამას, კოლეჯის საქმიანობას და განახლებულ სასწავლო ლაბორატორიებს დღეს, მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ეწვია.