სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს ის პროექტები და ინიციატივები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც 2020 წლიდან იწყებს. პალატამ პრიორიტეტად პროფესიული განათლების სფერო განსაზღვრა და აღნიშნული მიმართულებით მომზადებული სამოქმედო გეგმაც წარადგინა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, აგრარული მიმართულების სექტორული უნარების ორგანიზაცია დაფუძნება. პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის როლის გაძლიერებას, საჯარო-კერძო პარტნიორობის პროცესში კოორდინაციასთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოფხვრას, სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლთა აქტიურ ჩართულობას აგრარული პროფესიული განათლების განვითარების პროცესში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული განათლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.