საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიულ კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ გამართულ დასაქმების ფორუმს დაესწრო. ფორუმზე 20-მდე კერძო კომპანია იყო წარმოდგენილი და მასში მონაწილეობა გლდანის მოსახლეობის 500-მდე სამუშაოს მაძიებელმა მიიღო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) და სენიორ ექსპერტების სამსახურის (SES) მხარდაჭერით, მშენებლობის მიმართულებით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების გადამზადება დაიწყო. დარგის წამყვანი გერმანელი სპეციალისტების მიერ მთელი საქართველოს მაშტაბით 100-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდება.