საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა, "ევროპის დღესთან" დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, რიყის პარკში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საინფორმაციო სტენდი მოინახულა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, განვითარებისა და თანამშრომლობის შვეიცარიის სააგენტოს გენერალურ დირექტორს, მანუელ ზაგერს, სააგენტოს ევრაზიის განყოფილების უფროსს, კლაუდიო ტონიოლას, შვეიცარიის ელჩს საქართველოში, ლუკას ბელინგერს, შვეიცარიის თანამშრომლობის სამსახურის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, ოლივიერ ბიურკსა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს საქართველოში, ბექა თაგაურს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები და პროფესიული განათლების მზარდი როლი ამ პროცესში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, აჭარაში საგანმანათლებლო დაწესებულებები დაათვალიერა, რომლის ფარგლებში ბათუმის პროფესიულ კოლეჯ „ბლექსს“ ეწვია. მინისტრი კოლეჯის ინფრასტრუქტურას გაეცნო და იმ საჭიროების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც ახლო მომავალში სტუდენტებისთვის თანამდეროვე სასწავლო გარემოს შექმნის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, ტექნიკური დახმარების შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გახსნეს.