საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი კერძო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო კერძო კოლეჯებთან პარტნიორობის გაძლიერება და მათი აქტიური ჩართვა პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.
23-24 თებერვალს თბილისში განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 100-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და შესაბამისი ინფორმაცია მიიღონ არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების, სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ.
პროფესიული განათლების მასწავლებლებს, რომელთაც სრული პედაგოგიური კურსი გაიარეს, სერტიფიკატები გადაეცათ.
პედაგოგიური კურსი ხუთი სხვადასხვა მოდულისგან შედგება და მოიცავს სტუდენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, სასწავლო გარემოს, შეფასებას, სწავლების სტრატეგიებს, თვითშეფასებას და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.