19.06.2019
2019 წლის 7 ივნისს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში, რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა პროფ. ზვიად გაბისონიამ, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა, საერთაშორისო ურთიერთობებში პროფ. როლფ ვან დიკმა, ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ და პროფ. მანანა თანდაშვილმა ენათმეცნიერებისა და კულტუროლოგიის ფაკულტეტზე გახსნეს შოთა რუსთაველის კაბინეტი.